საქართველოში თოვს - ცენტრალურ მაგისტრალებზე ისევ შეზღუდვებია
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ინტენსიური თოვის გამო, საქართველოს გზებზე შეზღუდვებია დაწესებული - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მანქანებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
დიდთოვლობის გამო, ქუთაისი -წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით გაივლით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აქაც დროებით აკრძალულია.
იგივე ვითარებაა დიდთოვლობის გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე. მსუბუქი ავტომობილბეით იქ გადაადგილება ჯერჯერობით შეზღუდულია.
ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. აქაც - დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→