
ბიზნესი
საქართველოში რძის პროდუქტების მოხმარების ზრდა მიგრანტების ზრდამაც გამოიწვია - კახა კონიაშვილი
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რადიკალურად შემცირდა ქვეყანაში რძის წარმოება, ვერ დავეთანხმებით, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა.მისი განმარტებით, 2025 წლის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა, 3 კვარტლის შედეგებით, წარმოება წინა წლების მოცულობასთან მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია.„თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში რძის წარმოება მეტ-ნაკლებად იცვლებოდა. 2020 წელს თუ იყო 559 მილიონი ლიტრი რძე წარმოებული, მეორე წელს გაიზარდა 577 მილიონი, შემდეგ დაიკლო და ასეთი ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება ბაზარი. 2025 წლის 3 კვარტლის დამუშავებული მონაცემებით, არც მნიშვნელოვნად კლებაზეა საუბარი და არც მნიშვნელოვნად მატებაზე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ რადიკალურად შემცირდა ქვეყანაში რძის წარმოება, ამას ვერ დავეთანხმებით“, - აცხადებს კახა კონიაშვილი.როგორც კახა კონიაშვილი აღნიშნავს, რაც შეეხება ქვეყანაში რძის ფხვნილისა და რძის პროდუქტების იმპორტის ზრდის ტენდენციას, ეს იმის მა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→