
ბიზნესი
საქართველოში ხორბლის ფასი მცირდება - შეძლებენ თუ არა ქართველი ფერმერები მოსავლის ჩაბარებას?
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში ხორბლის ფასი შემცირდა, რისი მიზეზიც, როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობაა.რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრის გავლენა ქართულ ბაზარზე არახალია. ამასთან ერთად, ფასის დაწევა გამოიწვია იმანაც, რომ ქართველი ფერმერების ნაწილმა ხორბლის მოსავალი არ გაყიდა, რის გამოც მწარმოებლებმა მარაგები იმპორტირებული ხორბლით შეივსეს.„შიდა ბაზარზე ხორბლის ფასების დაწევა საერთაშორისო კონიუნქტურით არის გამოწვეული, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირებულია და ეს ასახულია ქართულ ბაზარზეც. ეს არახალია, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა ადგილობრივ ბაზარზე გადმოდის და შესაბამისად, დღეს სწორედ ამ ტენდენციას ვუყურებთ. პლუს ამას, შენელებულია აქტიურობა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის წინ შემოვიტანეთ ხორბალი და ეს პროცესი 15 დეკემბერს დასრულდა. იძულებულები ვიყავით, იმპორტზე გვეზრუნა, რადგან ადგილობრივ ფერმერებს ფასი არ აწყობდათ. შედეგად, დღეს წისქვ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→