ბიზნესი
საქართველოში იმპორტირებული ნიგვზის 60% ჩინეთზე მოდის - როგორია 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი
ბიზნესპრესნიუსი
•23 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ნიგვზის იმპორტი წლიურად 22%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
კერძოდ, მიმდინარე წლის 11-თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 13.172 მილიონი დოლარის ღირებულების 3 056 ტონა ნიგოზი, შარშან იანვარ-ნოემბერში კი 10.759 მილიონი დოლარის ღირებულების 2 746 ტონა ნაჭუჭგაცლილი კაკალი ვიყიდეთ.
რაც შეეხება ფასებს, საქართველოს ნიგვზის იმპორტი 40 ცენტით გაუძვირდა. უფრო დეტალურად, გასულ წელს 1 კგ. კაკლის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.9 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ნიგვზის იმპორტი საშუალოდ 4.3 დოლარი ჯდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებული ნიგვზის 60% ჩინურია, მას კი 32%-იანი წილით უზბეკეთი მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ნიგვზის იმპორტში 5 ძირითადი ადგილი შემდეგ ქვეყნებს ეკავა:
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→