
ტექნოლოგია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რეალური სტუდენტური დიზაინ-პროექტების განხილვა გაიმართა
👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო სტამბის კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის მიზნით, ამ დანიშნულებით გამოყოფილი ახალი სივრცის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად სტუდენტების მიერ შემუშავებული ორიგინალური პროექტები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რექტორს საუნივერსიტეტო სტამბის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის 15 პროექტი და მათი შესაბამისი 3-განზომილებიანი ვიზუალიზაციის პირველადი ვერსიების პრეზენტაციები სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (International Design School of GTU) ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა დეკანის - პროფესორ მალხაზ რაზმაძის ხელმძღვანელობით წარუდგინეს.
პროექტების განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ფიცხელაური, ფაკულტეტის პედ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→