
მსოფლიო
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა
ბიზნესპრესნიუსი
•7 ოქტომბერი, 2022•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 4,313 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს კი თითქმის 236 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით რეზერვებიც მოცულობა 4,077 მლრდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს კომპონენტების მიხედვით, სარეზერვო აქტივებში ყველაზე დიდი წილი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის, რომელმაც სექტემბერში დაახლოებით 3,853 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 262.9 მლნ დოლარით მეტია. შარშან სავალუტო რეზერვებიც მოცულობა 3.590 მლრდ დოლარს შეადგენდა.
უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით ფასიან ქაღალდებში განთავსებულია 2,704 მლრდ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულით დეპოზიტზე 1,149 მლრდ დოლარი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ აქამდე ეროვნულ ბანკს ისტორიულად ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა, კერძოდ, 4,272 მლრდ აშშ დოლარი....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→