
ახალი ამბები
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა. მან მეორე ტურში 1 473 ხმა მიიღო, ხოლო თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა -1 366.
მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დღეს, პირველი ტური კი 14 დეკემბერს გაიმართა. ამასთან, 14 დეკემბერს ასოციაციაში გამართულ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→