
ახალი ამბები
საქართველომ ნაოსნობის წესების დარღვევის გამო ტანკერი ხანმოკლე დროით დააკავა
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ 10 იანვარს განაცხადა, რომ მისმა სანაპირო დაცვამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „CAMINERO“ დააკავა, რომელიც მანამდე რუსეთის დროშის ქვეშ იყო რეგისტრირებული.
გემების თვალყურის დევნების ვებგვერდის, Vesselfield-ის თანახმად, ტანკერი რუსეთის დროშის ქვეშ 2017 წელს დარეგისტრირდა, ხოლო მანამდე, 2015 წელს, მალტის დროშის ქვეშ იყო დარეგისტრირებული. ის პანამის დროშის ქვეშ ხელახლა 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა, რუსულ ნავთობზე დასავლეთის სანქციების შემდეგ.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა, განაცხადა სასაზღვრო პოლიციამ. 11 იანვრის მდგომარეობ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→