
მსოფლიო
საქართველო იმ 75 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეუჩერდებათ
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველო იმ 75 ქვეყანას შორისაა, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემა 2026 წლის 21 იანვრიდან დროებით შეუჩერდებათ, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 14 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
75 „მაღალი რისკის“ მქონე ქვეყნის სია მოიცავს რამდენიმე კონტინენტს, ასევე საქართველოს მეზობლებს – სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, ასევე მოლდოვას, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებთან ერთად.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი“.
შეჩერება არ ვრცელდება არასაიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→