
პოლიტიკა
საერთაშორისო მკვლევრები და პროფესორი კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ზომებითაც, რომლებმაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პატიმრობა საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმების კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აგირჩიეს...
მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით საზიანო წინადადებას და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას“, - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→