
ახალი ამბები
სად და რამდენად ვყიდულობთ მსხალს, რომელიც დეკემბერში 49.3%-ით გაძვირდა
ბიზნესპრესნიუსი
•6 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში მსხლის იმპორტი წლიურად 17%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 1.165 მილიონი დოლარის ღირებულების 1 640 ტონა მსხალი, ხოლო 2025 წლის 11-თვეში 1.363 მილიონი დოლარის ღირებულების 1 813 ტონა.
აღსანიშნავია, რომ წელს საანგარიშო პერიოდში მსხლის იმპორტი მცირედით - 4 ცენტით გაძვირდა. „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, შარშან თუ 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 71 ცენტს შეადგენდა, წელს კი ღირებულება 75 ცენტამდეა გაზრდილი.
რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2025 წლის 11-თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების მსხალი ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
უფრო დეტალურად, წელს საანგარიშო პერიოდში მსხლის იმპორტში 5 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ასე გამოიყურებოდა:
შეგახსენებთ, მსხალი მეორე ადგილზეა იმ პროდუქტების ათეულში, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, მსხლის ფასი 2025 წლის დეკემბერში წლიურად 49.3%-ით არის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→