
ახალი ამბები
საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის სამი მოქალაქეა დაკავებული
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.
ბათუმის ნავთობტერმინალი ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიის, „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიის, „ყაზტრანსოილის“ საკუთრებაშია და ის მართავს.
„ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 4 დეკე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→