
ახალი ამბები
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიზნესპრესნიუსი
•8 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილმა მონაწილეებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი საბჭოთა საქართველოს პერიოდის ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრება შეკრებილებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ლექციის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→