
ახალი ამბები
რუსეთში ხუთწლიან პატიმრობას ითხოვენ მედიასაშუალება "მედუზის" დამფუძნებლისთვის
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთში ბრალდების მხარე ხუთწლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს მედიასაშუალება "მედუზის" გამომცემლისთვის, გალინა ტიმჩენკოსთვის - "არასასურველად" გამოცხადებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საქმის ფარგლებში, იუწყება გამოცემა "მედიაზონა".
პროკურორი ასევე მოითხოვს ტიმჩენკოს ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობა.
ტიმჩენკოს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გავრცელდა 2025 წლის მაისის ბოლოს. ამის საბაბი გახდა მისი მხრიდან მათ შორის გერმანული მედიაკომპანია DW-სთვის მიცემული ინტერვიუ და მისი მიმართვა "მედუზის" მკითხველებისადმი.
გამოძიების ვერსიით, "მედუზის" შექმნისას ტიმჩენკო "განიცდიდა სიძულვილს და უპატივცემულობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის" და "მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის" მიმართ - ხოლო როცა გამოცემა 2023 წლის იანვარში "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა, ის მას მაინც ამუშავებდა.
ოქტომბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა ტიმჩენკოს დაუსწრებლად დაპატიმრებაზე. რუსეთს ტიმჩენკოზე საერთაშორისო ძებნა აქვს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→