მსოფლიო
რუსეთს ოკუპირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს
Tabula
•19 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთი განიხილავს საერთაშორისო კრუიზების აღდგენას აზოვის ზღვაზე, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ სრულად აკონტროლებს. ინფორმაციას კრემლის მედის შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლება შესაძლებელია. მანამდე მარიუპოლსა და ბათუმს შორის არსებობდა საკრუიზო მარშრუტი. სამგზავრო ნავსადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს". - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეისებისთვის შესაძელებელია გემი Мустай Карим-ის გამოყენება, რომელსაც გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ.
აღსანიშნავია, რომ აზოვის ზღვა სულ რვა პორტს აერთიანებს: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, სამგზავრო გემების მიღებისთვის საჭირო ტიპის ნავსადგომი ამჟამად მხოლოდ ტაგანროგის პორტს აქვს.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→