
მსოფლიო
რუსეთმა „ტერორისტულ შეტევებზე“ პასუხი უწოდა უკრაინაზე დღევანდელ მასირებულ შეტევას
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
უკრაინაზე რუსეთის ჯარების დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა სახლები და ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასირებული შეტევის სამიზნედ დაასახელა „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“.
რუსეთის ამ უწყების განცხადებით, უკრაინაზე დარტყმა იყო „პასუხი ტერორისტულ შეტევებზე“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. კონკრეტული ობიექტები სამინისტროს არ დაუსახელებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში დაარტყეს საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც, რომლებიც „გამოყენებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის“ და უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისა და დაქირავებული უცხოელების დისლოკაციის ადგილებს 140 რაიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღის პირველი საათისთვის გამოქვეყნებუ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→