
მსოფლიო
რუსეთმა კვლავ დაარტყა იუჟნის ნავსადგურს ოდესის ოლქში
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
22 დეკემბერს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და რეკონსტრუქციის მინისტრმა ალექსეი კულებამ ოდესის ოლქში იუჟნის ნავსადგურსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმის შესახებ განაცხადა.მისი თქმით, დარტყმისგან ნავსადგურში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ფქვილითა და მცენარეული ზეთით სავსე თითქმის 30 კონტეინერი დაიწვა. ადგილზე პორტის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 20 დეკემბერს პორტზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საწვავის ავზებიც დაიწვა.ოდესის ოლქში 120 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ენერგიის ალტერნატიულ წყაროებთანაა დაკავშირებული.აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ასევე ჟიტომირის ოლქშიც, სადაც დაზიანდა რკინიგზის ინფრასტრუქტურა და დაშავდა ორი მემანქანე.ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ენერგეტიკულ და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→