ბიზნესი
რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე გააგრძელოს
ბიზნესპრესნიუსი
•15 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა შესაძლოა, მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გააგრძელოს. ამის შესახებ „ინტერფაქსის“ წყაროები იუწყებიან, რომლებიც ნავთობპროდუქტების ბაზრის საკითხებზე ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგებს იცნობენ.
თუმცა თავად სამთავრობო განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის გაგრძელების რაიმე გეგმის შესახებ არაფერია ნათქვამი. კერძოდ, განცხადებაში წერია, რომ რუსი მწარმოებლები თავიანთ ვალდებულებას ასრულებენ და მიწოდების ბალანსს ინარჩუნებენ, ოპტიმიზაციას უწევენ ლოგისტიკას და დიზელისა და ბენზინის წარმოებას ზრდიან. ამდენად, “მცირე საბითუმო სეგმენტში საწვავის ფასების შემცირების ტენდენციაა.“
რუსეთის ხელისუფლებამ საწვავზე შიდა ფასების ზრდის შესაკავებლად სექტემბერში ბაზრის ყველა მონაწილისთვის ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე გააგრძელა, ხოლო არამწარმოებელბისთვის სხვა სახის საწვავზე, მათ შორის, დიზელზე შეზღუდვები დააწესა. მათ დიზელის, საზღვაო საწვავისა და სხვა გაზოილების საზღვა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→