
ბიზნესი
რუსეთის ცენტრალური ბანკი ევროპული დეპოზიტარისგან 18,1 ტრილიონ რუბლს ითხოვს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დღეს, 15 დეკემბერს დაადასტურა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღო სარჩელი Euroclear Bank-ის წინააღმდეგ და მისგან 18,1 ტრილიონ რუბლს ითხოვს. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ს. სწორედ იქ ინახება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ გაყინული, 185 მილიარდი ევროს რუსული აქტივები. ევროკომისიის გეგმით, გაყინულ აქტივებს რუსეთს დაუბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინას აუნაზღაურებს ომით მიყენებულ ზიანს.
ევროკომისია განიხილავს რუსული აქტივების გამოყენებით, „რეპარაციის კრედიტის" სახით ევროკავშირის მიერ უკრაინასთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროპაში არსებული რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას.
იმავე დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→