
ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყება ვენესუელის შესახებ განმარტებებს ითხოვს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
"უკიდურესად შეგვაშფოთა ცნობებმა იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტი, ცოლთან ერთად, ძალდატანებით გაიყვანეს ქვეყნიდან, შეერთებული შტატების დღევანდელი აგრესიული ქმედებების დროს.
მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ განმარტოთ ეს სიტუაცია. ასეთი ქმედებები, თუკი რეალურად მოხდა, წარმოადგენს მიუღებელ ხელყოფას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა, რომლის პატივისცემაც საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპია”, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ - 2026 წლის 3 იანვარს, დილით, აშშ-მა “შეიარაღებული აგრესიის აქტი” ჩაიდინა და რომ “იდეოლოგიურმა მტრობამ უპირატესობა მოიპოვა საქმიან პრაგმატიზმზე” და “მზადყოფნაზე - განვითარებულიყო ნდობასა და წინასწარ განჭვრეტაზე დამყარებული ურთიერთობები”.
აქვე რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ვითარება არ უნდა გართულდეს და პარტნიორებს შორის პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. ამ პირველ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თავად მადუროსა და მისი ცოლი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→