
მსოფლიო
რუსეთის რეგიონებიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევის გამო განგაში სამჯერ გამოაცხადეს ქალაქ ბელგოროდსა და შჩებეკინოს რაიონში. გლადკოვი ადგილობრივ მცხოვრებთ სარდაფებში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.
ღამის პირველი საათის შემდეგ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო დარტყმა იყო და „სერიოზულად დაზიანებულია საინჟინრო ინფრასტრუქტურა“. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, დაზიანებულია ექვსი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლიც.
ადგილობრივი გამოცემა „პეპელი“ და ტელეგრამ-არხი „ასტრა“ წერენ, რომ ბელგოროდში დარტყმა იყო თბოელექტროსადგურ „ლუჩზე“, რომელიც ელექტროენერგიითა და გათბობით ამარაგებს ქალაქის ნაწილს.
თავად რუსეთის ჯარები დრონებითა და რაკეტებით პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ ენერგოობიექტებს უკრაინაში, სადაც მწვავე ენერგოკრიზისია.
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქებზე, როსტოვზე, კამენსკსა და ნოვოშახტინსკზე და კიდევ ცხრა რაიონზე დრონებით „მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყება ო...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→