
ახალი ამბები
"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მეთაურ კაპუსტინზე რუსეთმა კვლავ ძებნა გამოაცხადა, მისი სიკვდილის ინსცენირების შემდეგ
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის შსს-ს ბაზაში გაჩნდა ჩანაწერი ძებნის ხელახალი დაწყების შესახებ. ამ ბაზაში კაპუსტინის გვარი თავდაპირველად 2023 წელს გაჩნდა.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (რდკ) ლიდერს რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, ტერორისტული ჯგუფის შექმნაში, ტერორისტული საქმიანობის სწავლებაში - ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენაში. ასევე, ბრალდებათა შორის არის - რუსეთის ბრიანსკის ოლქში შეჭრა, 2023 წელს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] ვერსიით, კაპუსტინი ჩარეული იყო ტელეარხ „ცარგრადის“ ["Царьград"] დამფუძნებელზე - კონსტანტინ მალოფეევზე თავდასხმის ორგანიზებაში.
დენის კაპუსტინის დაღუპვის შესახებ ცნობები 27 დეკემბერს გაავრცელა „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ტელეგრამარხმა. იუწყებოდნენ, რომ რდკ-ს მეთაური, ფრონტზე ზაპოროჟიეს მიმართულებით, დრონებით შეტევას ემსხვერპლა. 1 იანვარს კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (გურ) გამოაცხადა, რომ სიკვდილი ინსცენირებული იყო, კაპ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→