
ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებამდე რისკების შეფასებას ურჩევენ
Civil Georgia👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციამ თავის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებამდე „ყველა გარემოებისა და შესაძლო რისკის“ შეფასებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ბოლო დროს გაიზარდა საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია, კერძოდ, უკრაინის სსრ, აფხაზეთის ასსრ, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები“, – განაცხადა რუსეთის ინტერესთა სექციამ 30 დეკემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
„არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ხელისუფლების ქმედებებს გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს რუსების საქართველოში დასვენების გეგმებში, ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავენ, ზედმიწევნით აწონ-დაწონონ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი“, – დასძინა მან.
ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Civil Georgia→