
მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარიდან იუწყებიან დრონებით გემებისა და ტერმინალის დაზიანების შესახებ
Radio Tavisupleba👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 22 დეკემბერს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ვოლნაში დაზიანებულია ორი გემი და ორი მისადგომი, სადაც ხანძარი გაჩნდა. შტაბის თანახმად, არავინ დაშავებულა.
მანამდე ოპერატიული შტაბი იუწყებოდა, რომ ვოლნაში დრონების „ნამსხვრევებმა დააზიანა“ ერთ-ერთი ტერმინალის მილსადენი და ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შტაბის მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამიდან 22 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე კრასნოდარის მხარეში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 2 - შავი ზღვის აკვატორიის თავზე. ეს უწყება მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
ვოლნაში მდებარე ნავთობტერმინალი ადრეც ყოფილა უკრაინული დრონების სამიზნე.
უკრაინას კრასნოდარის მხარეზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→