
მსოფლიო
რუსეთის იერიშის შემდეგ კიევის რაიონების უმეტესობა უსინათლოდაა დარჩენილი
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
12-13 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ კიევის უმეტესი რაიონი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა, იტყობინება ტელეგრამის არხი "Київ | Світло | Графіки". კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ ქალაქში გათბობის გარეშე რჩება 500 საცხოვრებელი კორპუსი.
„დღევანდელი დაბომბვის შემდეგ დედაქალაქში ელექტროენერგიის დეფიციტი კიდევ უფრო დიდია. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფადაც კი. ენერგეტიკოსები მუშაობენ. თუმცა, ვითარება უკიდურესად მძიმეა. რაც შეეხება გათბობას, ამჟამად გათბობის გარეშეა დაახლოებით 500 საცხოვრებელი კორპუსი “, წერს ის.
უცნობია, როდის აღდგება ქალაქში ელექტრომომარაგება, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები „ინტენსიურ თავდასხმებს აგრძელებენ“, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მიკოლა კოლესნიკმა.
„რბკ-უკრაინას“ ცნობით, ქალაქის სულ მცირე სამი რაიონი შესაძლოა დღის ბოლომდე დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იური სვირიდენკოს თქმით, კიევის ზოგიერთ რაიონში მაღალი სიმძლავრის გენერატორები განათავსეს.
ელექტრ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→