
მსოფლიო
რუსეთი ინტერნეტის გათიშვაში მსოფლიო ჩემპიონია
ბიზნესპრესნიუსი
•9 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთი ცენზურისა და ინტერნეტის გათიშვის ყოველწლიურ რეიტინგში დიდი უპირატესობით ლიდერობს. რეიტინგს Top10VPN-ის ექსპერტები ადგენენ. ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
კერძოდ, 2025 წელს რუსეთში ინტერნეტის გათიშვამ მთლიანობაში 37 166 საათი შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მოსახლეობას, ანუ 146 მლნ ადამიანს შეეხო.
გათიშვის ხანგრძლივობის თვალსაზრისით რუსეთი სამჯერ მეტად უსწრებს მის უახლოეს „კონკურენტებს,“ როგორიც არის პაკისტანის (11 482 საათი), მიანმარი (9 888 საათი) და ეკვატორული გვინეა (8 760 საათი). ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვა, ასევე, დაფიქსირდა ერაყში (7 685 საათი), ალბანეთში (7 056 საათი), ტანზანიაში (6 966 საათი) და ვენესუელაში (5 952 საათი).
ექსპერტები ინტერნეტის, მათ შორის, მობილური ინტერნეტის გათიშვის, რესურსებისა და სოციალური მედიის შენელების შედეგად რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზიანს წელიწადში 11.9 მლრდ დოლარად აფასებენ. ეს რეიტინგის ყველა სხვა ქვეყნის ჯამურ ზარალზე, ანუ 7.8 მლრდ დოლარზე მეტია.
ანგარიშში, წერია, რომ 2025 წელს რუსეთში ინტერნეტის გათიშვის ტალღ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→