
მსოფლიო
რუსეთი აზოვის ზღვის გავლით კრუიზების განახლებას გეგმავს, მათ შორის ოკუპირებული მარიუპოლი-ბათუმის მიმართულების (bm.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით საზღვარგარეთული კრუიზების აღდგენაზე განიხილავს — ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.„შესაძლებელია აზოვის ზღვის გავლით უცხო სახელმწიფოებში კრუიზების აღდგენა. ადრე არსებობდა საკრუიზო მარშრუტი მარიუპოლი - ბათუმი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, აღნიშნული მარშრუტი შესაძლოა აღდგეს“, — ნათქვამია დოკუმენტებში. აღსანიშნია, რომ მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მიერაა ოკურებული უკრაინის ტერიტორიაა.სამთავრობო დოკუმენტის მიხედვით, ამგვარი კრუიზების განხორციელებისთვის საზღვაო ხომალდის „მუსტაი კარიმის“ გამოყენებაა შესაძლებელი.„აზოვის ზღვის აუზის ტერიტორიაზე რვა პორტი მდებარეობს - მარიუპოლი, ეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. ამასთან, სამთავრობო დოკუმენტებში დაზუსტებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, ხოლო ეისკისა და მარიუპოლის პორტებმა ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგეს“,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→