
ბიზნესი
რუმინელები ქამრებს იჭერენ: შემოსავლები მცირდება, ხარჯები იზრდება
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუმინეთის შემოსავლები მცირდება, ხარჯები იზრდება. ეს დასკვნა რუმინეთის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევიდან გამომდინარეობსრუმინეთის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუმინელების შემოსავლები მცირდება, ხოლო ხარჯები იზრდება.მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში მოსახლეობის მთლიანი საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენდა 1850 ევროს ერთ შინამეურნეობაზე და 744 ევროს - ერთ სულ მოსახლეზე.2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შინამეურნეობის მთლიანი საშუალო თვიური შემოსავალი 14.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე - 14.9 პროცენტით.2025 წლის მესამე კვარტალში მოსახლეობის მთლიანმა საშუალო თვიურმა ხარჯებმა შეადგინა 1587 ევრო ერთ შინამეურნეობაზე და - 638 ევრო ერთ სულზე, რაც მთლიანი შემოსავლის 85.8 პროცენტია.2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხარჯები გაიზარდა 15.2 პროცენტით (ერთ შინამეურნეობაზე) და 16 პროცენტით - ერთ სულ მოსახლეზე.ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯი შინამეურნეობაზე იყო 1789 ევრო, რა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→