
ახალი ამბები
რუბიო დანიის ლიდერებს შეხვდება და გრენლანდიის საკითხს განიხილავს
Radio Tavisupleba👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირაში დანიის ლიდერებს შეხვდება და იმსჯელებს გრენლანდიის საკითხზე, რომლის კონტროლის მოპოვებაც სურს შეერთებულ შტატებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ „ყოველ პრეზიდენტს ყოველთვის აქვს“ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ „ჩვენ ყოველთვის ვამჯობინებთ საკითხების სხვა საშუალებებით მოგვარებას“.
მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესებულია გრენლანდიის შეძენით, თუმცა როგორც გრენლანდიამ, ასევე დანიამ, რომელსაც ეკუთვნის ეს კუნძული, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ის არ იყიდება.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი „ყოველთვის განიხილავს ყველა ვარიანტს“, მაგრამ „დიპლომატია ყოველთვის იყო პრეზიდენტის პირველი ვარიანტი“. ლევიტმა ადრე თქვა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იმ ვარიანტებს შორისაა, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტი განიხილავს.
როგორც Axios აღნიშნავს, ამ განცხადებებმა უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია დანიასა და ნატოს სხვა წევრებში. გამოცემის წყაროს ცნობით, ბოლო კვირების განმ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→