
ახალი ამბები
რომში ტრევის შადრევანი ფასიანი ხდება - რამდენის გადახდა მოუწევთ ტურისტებს თებერვლიდან
ბიზნესპრესნიუსი
•2 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2026 წლის 1-ელი თებერვლიდან რომის ექვსი აქამდე უფასო ძეგლის, მათ შორის, ცნობილი ტრევის შადრევნის მონახულება ტურისტებისთვის ფასიანი ხდება. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, რობერტო გუალტიერიმ გამოაცხადა, რასაც Ansa ავრცელებს.
მაგალითად, ტურისტებს ტრევის შადრევნის წინა აუზთან მოსახვედრად 2 ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო ღამით მისი მონახულება კვლავ უფასო იქნება.
ტრევის შადრევანი უკიდურესად პოპულარული ტურისტული ლოკაციაა: გასულ წელს მას 9 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც დღეში, საშუალოდ, 30 000 ვიზიტორია. შადრევნის შესანარჩუნებლად და ხალხმრავლობის შესამცირებლად ვიზიტორები ორ რიგად დაიყოფიან. კერძოდ, რომაელები შადრევანს უფასოდ მოინახულებენ, ხოლო უცხოელები ბილეთს შეიძენენ.
მოელიან, რომ მხოლოდ ტრევის შადრევნის ბილეთები ქალაქს წელიწადში, დაახლოებით, 6,5 მლნ ევროს მოუტანს, ხოლო მთლიანი დამატებითი შემოსავალი წელიწადში 10-20 მლნ ევროს მიაღწევს.
ასევე, ფასიანი ხდება:
რომისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის ამ ადგილებზე შესვლა უფასო დარჩება.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→