მსოფლიო
რომელი ქვეყნებში ათეთრებენ ყველაზე მეტ ფულს - ევროკავშირის და FATF-ის „შავი სიები“
ბიზნესპრესნიუსი
•6 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
ევროკავშირი რუსეთს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიას ამატებს - ამის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირას Politico-მ გაავრცელა.
თუმცა არსებობს სხვადასხვა „შავი სია“. ერთი არის FATF-ის, ანუ ფულის გათეთრებასთან ბრძოლისთვის ფინანსური ზომების შემუშავების საერთაშორისო ჯგუფის სია და ცალკე ევროკავშირის “შავი,” ანუ „ნაცრისფერი“ სია. ეს ორი სია იდენტური არ არის, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის სიაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
მაგალითად, FATF-ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მხოლოდ რუსეთის წევრობა აქვს შეჩერებული და ის არც თავის “ნაცრისფერ” და არც “შავ” სიაში არ გადაუყვანია. თუმცა ევროკავშირმა წელს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკუთარი ორგანო (AMLA) შექმნა და ამჯერად ევროკომისიის გადაწყვეტილების პროექტში გაერთიანების „შავ” სიას რუსეთიც დაემატა.
FATF (Financial Action Task Force) საერთაშორისო ფინანსური დაზვერვის ქსელია, რომელიც ქვეყნებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სტანდარტების დაცვით აფასებს. თუ ქვეყანა ფინანსუ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→