
ბიზნესი
როგორი მოთხოვნაა საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილებზე
Commersant👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 315 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 236 ერთეული იყო. Geely-ს მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
ქ. თბილისი: 271
აჭარის არ: 15
იმერეთი: 10
კახეთი: 7
ქვემო ქართლი: 7
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 3
სამცხე-ჯავახეთი: 2
Geely, ოფიციალურად ცნობილი როგორც Zhejiang Geely Holding Group Co., Ltd, დაარსდა 1986 წელს ჩინეთის პროვინციაში ჟეჯიანგში, ბიზნესმენი ლი შუფუს მიერ, როგორც მაცივრების დეტალებისა და აქსესუარების მიმწოდებელი კომპანია.1997 წელს Geely-მ ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა ავტომობილების წარმოების სფეროში, რითაც საკუთარ თავზე აიღო ხედვა - მიეღწია იაფი და ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებას, რითიც იგი გახდა პირველი კერძო საკუთრებაში არსებული ავტომწარმოებელი ჩინეთში (სხვა მწარმოებლები ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში იყვნენ).businessinsider.ge...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→