მსოფლიო
RFE/RL: დასტურდება, რომ აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
Tabula
•13 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️3
📰 სტატიის მონაკვეთი
რადიო თავისუფლების ცნობით, აშშ-ს მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის, Marinera-ს კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას გამოცემა მეზღვაურებზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.
გამოცემის ცნობით, რომ აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერს 47 წლის მეზღვაური, ავთანდილ კალანდაძე მართავდა, რომელთან დაკავშირებაც 7 იანვრის შემდეგ ვერ ხერხდება. ამასთან, ამ დრომდე უცნობია ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრების ვინაობა.
მანამდე, 7 იანვარს, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ, რომლებსაც სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი.
ტანკერი, რომელიც წარსულში Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე 7 იანვარს დააკავეს.
მედიის ცნობით, აშშ-ს სანაპირო დაცვამ "ნავთობტანკერზე ასვლა წინააღმდეგობის გარეშე შეძლო".
აშშ ტანკერ Marinera-ს რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა....
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→