
ბიზნესი
რევაზ სოხაძე: ძლიერი ქართული კომპანიები სექტორის განვითარების მთავარი პირობაა
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ცვლილებების მნიშვნელობასა და ძლიერი ქართული კომპანიების როლზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების ყველა თანამშრომელს, რომლებსაც არაორდინარულ პირობებში უწევთ მუშაობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში დაწყებული მასშტაბური რეფორმები სექტორში არსებული პრობლემების სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება.
„დღეს ვდგამთ ნაბიჯებს, რათა გამოვასწოროთ არსებული ვითარება, დავნერგოთ ახალი მეთოდები და მიდგომები. ეს საბოლოოდ გააჯანსაღებს სექტორს და სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს მრავალი ხარისხიანი და მნიშვნელოვანი პროექტი. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის თქმით, მომავალი წლიდან სამინისტროს საქმიანობა ახალ რეალობასა და განახლებულ მიდგომებზე...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Imedi News→