მსოფლიო
Reuters: ისრაელი ირანში აშშ-ს შესაძლო ჩართულობისთვის მზადყოფნაშია
Tabula
•11 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი "აშშ-ს მხრიდან ირანში ნებისმიერი სახის ინტერვენციის შესაძლებლობისთვის" "მაღალ" მზადყოფნაშია.
Reuters-თან საუბრისას ანონიმურ ისრაელელ მაღალჩინოსნებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ ზუსტად რას გულისხმობს მაღალი მზადყოფნა.
გამოცემა ანონიმურ ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ 10 იანვარს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ირანში აშშ-ს შესაძლო ჩართულობა განიხილეს.
ამასთან, Reuters-თან საუბრისას რუბიოსა და ნეთანიაჰუს შორის შემდგარი საუბარი ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, თუმცა სასაუბრო თემები არ დაუკონკრეტებია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე ისრაელს ინტერვენციის სურვილი არ გამოუხატავს.
ცნობისთვის, ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა და მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნენ, აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა.
"ირანი თავისუფლებას უყურებს, ალბათ ისე, როგორც არასდროს, აშშ მათ გვერდით დ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→