მსოფლიო
Reuters: ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ხამენეის რეჟიმმა 2 000 დემონსტრანტი მოკლა
Tabula
•13 იანვარი, 2026•ავტორი: Tabula👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
გამოცემა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე რეჟიმმა დაახლოებით 2 000 დემონსტრანტი მოკლა და დახოცილი ხალხისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების რაოდენობა "ტერორისტებს" დააბრალა.
ვრცელდება კადრები ირანიდან, სადაც ადამიანები დაღუპულ ახლობლებს ეძებენ (VIDEO)
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს.
ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Tabula→