
საზოგადოება
რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ მრევლს ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს
👁️1
📰 სტატიის მონაკვეთი
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს ნათლისღებას ულოცავს.
„იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება - დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს. ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ დღესასწაულს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ“, - აღნიშნულია მილოცვაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→