
საზოგადოება
რელიგიის სააგენტომ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პროდუქცია გადასცა
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობადაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მეშვიდე და მერვე კანონიკური წიგნები და ინტერრელიგიური კალენდრები გადასცა.
„ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე მეცხრე წელია, აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტში უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად და ამ ტიპის აქტივობები კვლავაც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. მან კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოს სოციალური პროექტის გამო და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავაც განაგრძ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→