რეკორდს მიაღწია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჯამურმა ქონებამ - Oxfam
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
მსოფლიო მილიარდერების ქონება 2025 წლისთვის 2.5 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთანების Oxfam-ის, ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც, დღეს 19 იანვარს გამოქვეყნდა. დოკუმენტი ეძღვნება შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დაწყებას.
ორგანიზაციის გაანგარიშებით, მილიარდერების ჯამური სიმდიდრე 2020 წლის მარტიდან 81%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს - 18.3 ტრილიონ დოლარს (15.8 ტრილიონი ევრო) მიაღწია. როგორც Oxfam-ი აღნიშნავს, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ოთხ წამში მსოფლიოში საშუალო წლიური შემოსავლის ექვივალენტს გამოიმუშავებს.
ამავდროულად, ანგარიშის მიხედვით, კაცობრიობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მათი ქონება გლობალური სიმდიდრის მხოლოდ 0.52%-ს შეადგენს, ხოლო უმდიდრესების 1%-ზე მოდის დანარჩენი სიმდიდრის 43.8%.
"ჩვენ მილიარდერების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს მსოფლიოსთის ცუდი ცნობაა", - განაცხადა Oxfam-ის გერმანული განყოფილების თავმჯდომარემ შარლოტ ბეკერმა. მისი თქმით, განსაკუთრებით შ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→