პოლიტიკა
„რეალური საარსებო მინიმუმი რომ დადგინდეს ქვეყანაში, გამოვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია“
ბიზნესპრესნიუსი
•21 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
„ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ პენსია 20-დან 40 ლარამდე იზრდება, ეს არის სამარცხვინო“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, მომავალი წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარის ოდენობით განისაზღვრება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 45 ლარით მოიმატებს და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
როგორც შალვა კერესელიძემ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი რომ დაანგარიშდეს, მივიღებთ სურათს, რომლის მიხედვითაც პენსიონერს არსებობისთვის საჭირო თანხაზე ნაკლები თვიური შემოსავალი ექნება.
„ახლა დადგენილო მონაცემებით გამოდის, რომ 400 ლარით პენსიონერმა საქართველოში ნორმალურად უნდა იცხოვროს. „ოცნების“ ლოგიკით გამოდის ასე იმიტომ, რომ 260 ლარია საარსებო მინიმუმი და პენსიონერს აქვს 400 ლარი შემოსავალი. თუმცა, რეალურად ეს ასე ხომ არ არის?!
400 ლარი რომ აქვს პენსიონერს თვიდან თვემდე, მას ძირითადი ნაწილი მედიკამენტების შესაძენად ეხარჯება და ზოგს არ ჰყოფნის კიდევაც. ამიტომ, საარსებო მინიმუმის ზღვარმა რომ აიწიოს ქვეყანაში და რეალურად დადგინდეს, მივიღებთ იმ სურათს, რომ პენსიონერს აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი. სოციალურად დაუცველს, სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება აქვს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. სწორედ ამაშია საქმე.
როდესაც ამაყობს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტს მილიარდობით ზრდის და ამ დროს ამაყობს იმითაც, რომ პენსია 20-დან 40 ლარამდე იზრდება, ეს სამარცხვინოა“, - აცხადებს შალვა კერესელიძე.
წამყვანის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ბიუჯეტს იმის რესურსი, რომ ქვეყენაში პენსიამ ღირსეულ ნიშნულს მიაღწიოს, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრიორიტეტების სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ეს შესაძლებლობა არსებობს.
„2026 წლის ბიუჯეტს, როგორც არის გადანაწილებული, ამ პრინციპით არ აქვს. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებელ საკითხებზე ამცირებენ თანხებს. სამაგიეროდ, ზრდიან ბიუჯეტის თანხებს მმართველი რგოლის და კლანური წარმომადგენლების ინტერესების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, ყოველივე ამის შემდეგ, პენსიის გასაზრდელად თანხები აღარ რჩება სახელმწიფოს. თუ პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებ და ბიუჯეტს მოარგებ ხალხს, მოარგებ ქვეყნის ინტერესებს, მაშინ ყველაფრის შესაძლებლობა გამოჩნდება“, - განაცხადა კერესელიძემ.
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→