
ახალი ამბები
რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს.როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი.ეს სამუშაოები რომ უნდა დაწყებულიყო, ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2025 წლის მაისშიც მოგვწერეს [ახალი ნაგავსაყარის პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს].ცეცხლაურის ნაგავსაყარი ქობულეთის შემოვლითი გზიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები აქ უნდა გადამუშავდეს და განთავსდეს.ნაგავსაყარის საკითხთან დაკ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→