
ახალი ამბები
რას შეიძლება ნიშნავდეს ირანისთვის აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში?
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ 3 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციიდან სულ რამდენიმე დღეში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ქვეყნის სხვა მტრების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებით დაიმუქრა. ტრამპს ირანი არ დაუსახელებია, თუმცა აშშ-ის მიერ მადუროს დაკავებამ შეაშფოთა თეირანი, ვენესუელის ლიდერის ახლო მოკავშირე.ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონი მსგავს ოპერაციას განახორციელებს ირანში. თუმცა ექსპერტების თქმით, ვენესუელაში უტიფარმა თავდასხმამ თეირანს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ძალის გამოყენებით გაანადგუროს მტრები.მადუროს დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მმართველები გააფრთხილა, რომ თუ ირანში “მშვიდობიან დემონსტრანტებს” ესვრიან, აშშ მათ დასახმარებლად მოვა. მან თქვა, რომ “აშშ მზადაა ჩაერიოს”.
ირანის უშიშროების ძალებმა, სულ მცირე, 19 დემონსტრანტი მოკლეს ბოლო დღეების გამოსვლების დროს.
ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები ირანში ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციას გაიმეორებს...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→