ბიზნესი
რამდენია ოჯახების ყოველთვიური ხარჯი საქართველოსა და მეზობლებში - Numbeo-ს მონაცემები
ბიზნესპრესნიუსი
•16 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ჩვენზე იაფი ცხოვრება მხოლოდ აზერბაიჯანშია - ამაზე მიუთითებს Numbeo-ს განახლებული მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ონლაინ-ბაზა Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2098 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 570.5 დოლარს შეადგენს,
საქართველოში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 51.8%-ით დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ასევე, აშშ-სთან შედარებით საქართველოში ქირა, საშუალოდ, 69.0%-ით დაბალია.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2572 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 708 დოლარს შეადგენს. სომხეთში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 23.8%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. ასევე, საქართველოსთან შედარებით ქირის გადასახადი, საშუალოდ, 20.1%-ით მეტია.
აზერბაიჯანში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 1938 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 525 დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანში ცხოვრების ღირებულება, საშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→