
ბიზნესი
რა გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ საწვავის ბაზარზე
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნამ მოიმატა, რაც ავტოპარკის ზრდას, ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება. 2025 წელი სექტორმა დადებითი ტენდენციით დაასრულა.მედიის კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა უპასუხა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვითარდებოდა ნავთობპროდუქტების ბიზნესში.კითხვა: როგორი შედეგით დასრულდა 2025 წელი, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა და კონკრეტულად რა ფაქტორებმა შეუწყო ამ პროცესს ხელი?ვახტანგ იობაშვილი: საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრობლემა იმ მასშტაბით არ შეგვხებია, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, სტაბილურობა გვქონდა. შესაბამისად, მოხმარება და იმპორტიც გაზრდილია.მატებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ მეტი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ქვეყანაში, ტრანზიტული ტრანსპორტის რაოდენობა და ასევე გადაზიდვებიც...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→