
ბიზნესი
ყველის ბაზრის 60% „ჩრდილშია“, არალეგალური წარმოება და ფალსიფიკაცია დარგს ანადგურებს - ასოციაცია (bm.ge)
Commersant👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
ყველის ბაზრის 60% „ჩრდილშია“, არალეგალური წარმოება და ფალსიფიკაცია კი, დარგს ანადგურებს - ამის შესახებ BMG-სთან „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კონიაშვილი აცხადებს.როგორც კონიაშვილი განმარტავს, რძის სექტორში არსებული კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ნაწილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა, რადგან წლებია, ქვეყანაში პარალელური ბაზარი ჩამოყალიბდა, რომელიც არც გადასახადებს იხდის და არც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს იცავს.კახა კონიაშვილის თქმით, არალეგალურ საწარმოებთან ბრძოლა „კატა-თაგვობანას“ თამაშს ჰგავს, რადგან, ეს საწარმოები ხშირად, ფიზიკურ პირებზეა რეგისტრირებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ადგილმდებარეობის შეცვლა.„ძალიან რთულია მათი მიდევნება. დღეს რომ მიხვიდეთ და დახუროთ საწარმო, ხვალ ის უცებ გაჩნდება მეორე ოთახში, სხვა ადამიანის სახელით. ეს არის იატაკქვეშა ქსელი, რომელიც სისტემურ კონტროლს არ ექვემდებარება“, - განმარტავს კონიაშვილი.მისივე თქმით, არალეგალური წარმოების თანმდევი პროცესი ფალსიფიკაციაა - ბაზარზე ხშირად გვხვდება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვი...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Commersant→