პუტინმა აშშ-სგან "მშვიდობის საბჭოში" წევრობის მოწვევა მიიღო - პესკოვი
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ორგანიზაციის პირველი მიზანი, როგორც ადრე გახდა ცნობილი, ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია იქნება.
„ამჟამად ჩვენ ამ წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციას შევძლებთ ყველა ნიუანსის გარკვევისთვის“, - ციტირებს პესკოვს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლადშექმნილ მშვიდობის საბჭოში მუდმივი ადგილის მსურველ სახელმწიფოებს მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის გადახდა შესთავაზა. საბჭოს წესდების პროექტში, რომელიც Bloomberg-მა გააშუქა, ნათქვამია, რომ ტრამპი გადაწყვეტს, ვის მიიწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესასვლელად უკვე მიიწვია მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი. Reuters-ის წყაროების ცნობით,...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→