
მსოფლიო
პუტინი ამბობს, რომ მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება, არ ახსენებს მადუროს და ირანს
Radio Tavisupleba👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, საერთაშორისო სიტუაცია გაუარესდა და მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება - თუმცა, ამ განცხადებებით გამოსვლისას, პუტინს არ უხსენებია ვითარებები ვენესუელასა და ირანში.
ვლადიმირ პუტინს ჯერაც არ გაუკეთებია საჯარო განცხადება აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დამხობაზე, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმებზე გრენლანდიასთან მიმართებით.
"საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება მზარდად უარესდება - ვფიქრობ, ამას ვერავინ უარყოფს. ხანგრძლივი კონფლიქტები მწვავდება და ჩნდება ახალი სერიოზული კერები" - თქვა პუტინმა ღიმილით, როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს.
პუტინმა სიტყვით მიმართა ახალ ელჩებს, რომლებმაც კრემლს სიგელები წარუდგინეს. მიმდინარე წელს ეს პუტინის პირველი სიტყვა იყო საერთაშორისო პოლიტიკაზე, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტს ღიად არ უხსენებია აშშ, ან ტრამპი.
"მონოლოგებს ვისმენთ მათგან, ვინც, იმის გამო რომ ძლიერები არიან, დასაშვებად მიიჩნევენ თავიანთი ნების თავსმოხვევას, სხვებისთვის ლექციების კითხვას, დ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: Radio Tavisupleba→