
ბიზნესი
ფულადი გზავნილები 18.4%-ით გაიზარდა - 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი განხორციელდა
ბიზნესპრესნიუსი
•15 იანვარი, 2026•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
2025 წლის დეკემბერში საქართველოში 337.95 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, - ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის ანგარიშიდან.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 18.4%-ით არის გაზრდილი.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.
2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის დეკემბრის (34.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5% მეტია“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის დეკემბერში ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 45.18%-ს შეადგენდა, 54.82% კი დანარჩენ ქვეყნებზე მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის ლიდერობდა ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც საქართველოშ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→