ახალი ამბები
პროკურატურამ თაღლითობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ბიზნესპრესნიუსი
•12 დეკემბერი, 2025•ავტორი: ბიზნესპრესნიუსი👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 11 100 ლარი გამოართვეს, ერთი დაზარალებულისაგან კი 600 აშშ დოლარის დაუფლებას შეეცადნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში და ქ. რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვისი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. აღნიშნული ქმედებით ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ა...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: ბიზნესპრესნიუსი→