
ახალი ამბები
პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
👁️0
📰 სტატიის მონაკვეთი
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 1 იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ლ.ჩ.-მ საკუთარ შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და მეზობელზე, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„8 იანვარს, ლ.ჩ. მეზობლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. ლ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გამზრახ მკვლელობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 151-ე მუხლის მ...
ეს არის სრული სტატიის მონაკვეთი.
სრულიად წაკითხვა: InterPressNews→